ყველა სპორტული სიახლე

მსოფლიოს ორი რეკორდი დუშეთში - ლაშა ტალახაძე საქართველოს ჩემპიონია

დუშეთმა ძალოსნობაში საქართველოს ჩემპიონატს უმასპინძლა.

+105კგ წონით კატეგორიაში ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიურმა ჩემპიონი, ლაშა ტალახაძე საქართველოს ჩემპიონი გახდა.

ტალახაძემ ქვეყნის პირველობაზე ორი მსოფლიოს რეკორდი დაამყარა. ატაცში ოლიმპიურმა ჩემპიონმა 220 კილოგრამი დააფიქსირა, საკუთარი შედეგი სამი კილოგრამით გააუმჯობესა და მსოფლიო რეკორდი მოხსნა. ასევე ახალი რეკორდი დაამყარა ორჭიდში. აკვრაში ტალახაძემ სამიდან ორი მისვლა გამოიყენა, 254 კილოგრამი დააფიქსირა, ორჭიდში ასევე საკუთარი შედეგი ერთი კილოგრამით გააუმჯობესა და 474 კილოგრამი დააფიქსირა. აღსანიშნავია, რომ ევროპის ჩემპიონატზე, მიმდინარე წლის 8 აპრილს ტალახაძემ 217 კილოგრამი დასძლია, რაც მსოფლიო რეკორდი გახლდათ. ხოლო ორჭიდში ასევე საკუთარი რეკორდი რიოს 2016 წლის ოლიმპიურ თამაშებზე მოხსნა.

შეგახსენებთ, რომ 28 ნოემბრიდან საქართველოს ძალოსანთა ეროვნული ნაკრები ლოს ანჯელესში მსოფლიო ჩემპიონატზე გაემგზავრება.

სხვადასხვა, ძალოსნობა, დღის სიახლე

არქივის კალენდარი

2019 ოქტომბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ