ყველა სპორტული სიახლე

ტრაგედია ბრაზილიაში - სტოკ სიტის ყოფილი მცველი 25 წლის ასაკში გარდაიცვალა

"სტოკ სიტის" ყოფილი ბრაზილიელი მცველი, დიონატან ტეიშეირა 25 წლის ასაკში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა.

ბრიტანული მედიის ცნობით, ტეიშეირა ბრაზილიაში, ქალაქ ლონდარიაში იმყოფებოდა, სადაც გულის შეტევა მიიღო და გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას მისი ამჟამინდელი კლუბი, მოლდოვული "შერიფი" იუწყება".

25 წლის მცველი "სტოკ სიტიში" ორი წლის განმავლობაში ირიცხებოდა, თუმცა ტრავმის გამო პრემიერლიგაში მხოლოდ ორ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. მიმდინარე სეზონში კი ტეშეირა მოლდოვულ "შერიფში" გადავიდა, სადაც ათი მატჩი ჩაატარა და კლუბთან ერთად ქვეყნის ჩემპიონატიც მოიგო.

ფეხბურთი, მსოფლიო

არქივის კალენდარი

2020 იანვარი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ