
ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორია
საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე დასრულებულ ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე მოჭადრაკეთა შორის, საქართველოს ქალთა ნაკრებმა მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა.
ევროპის გუნდური ჩემპიონატი შვეიცარიული სისტემით, 9 ტურად გათამაშდა. ქართველმა ქალებმა 9 შეხვედრიდან 7 მოიგეს, 2 მარცხი იწვნიეს და 14 ქულით ვერცხლის მედლების მფლობელები გახდნენ.
დასკვნით ტურში ქალთა გუნდმა იტალიის ნაკრების დამარცხება შეძლო - 3.5:0.5, რამაც ჩვენს გუნდს საბოლო ჯამში მეორე საპრიზო ადგილი მოუტანა. პირველი ადგილი 17 ქულით რუსეთის ქალთა ნაკრებმა დაიკავა, ხოლო მესამე საფეხურზე 13 ქულით უკრაინის გუნდი განთავსდა.
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ოფიციალური ვებ-საიტის მიხედვით, ჩვენმა ქალებმა პირად დაფებზეც კარგად ითამაშეს:
III დაფა ბელა ხოტენაშვილი - I ადგილი
IV დაფა - ლელა ჯავახიშვილი - II ადგილი
სათადარიგო დაფა - სალომე მელია - I ადგილი
ქალთა გუნდის მწვრთნელები: ელიზბარ უბილავა (კაპიტანი),ხვიჩა სუპატაშვილი.
ქალთა გუნდისგან განსხვავებით წარუმატებლად იასპარეზა ვაჟთა ნაკრებმა, მათ მე-19 ადგილი დაიკავეს. ჩემპიონობა კი აზერბაიჯანის ნაკრებმა მოიპოვა, მეორე რუსეთია, მესამე კი უკრაინა.
ვაჟთა გუნდი მწვრთნელ-კაპიტანი - ზურაბ სტურუა.
ქართველ მონაწილეთა ტექნიკური შედეგები ინდივიდუალურ დაფებზე:
ქალები:
ნანა ძაგნიძე (2520) - 4,5 (8)- (-2,2 რეიტინგის ცვლილება
ნინო ბაციაშვილი (2472) - 5 (8) - (+2,4)
ბელა ხოტენაშვილი (2459) - 6,5(8)- (+14,4)
ლელა ჯავახიშვილი (2438) -5(7) - (+7,5)
სალომე მელია (2412) - 4,5 (5) -(+ 9,9)
ვაჟები:
ბაადურ ჯობავა (2705) - 2,5 (7) - (-16,2)
მიხეილ მჭედლიშვილი(2604) - 3,5(7) - (-1,4)
ლევან ფანცულაია (2586) - 5(7) - (14,1)
დავით ჯოჯუა (2591) - 4 (8) - (-8,4)
ლუკა პაიჭაძე (2580) - 4(7) - (-3,0)
ჩემპიონატის ოფიციალური ვებგვერდი
WWW.GCF.ORG.GE