ყველა სპორტული სიახლე

ტრადიციულ შოტლანდიურ სამოსში გამოწყობილი ფედერერი და მარი საქველმოქმედო მატჩში (ვიდეო)

შოტლანდიის ქალაქ გლაზგოში ენდი მარის ორგანიზებით საქველმოქმედო საჩოგბურთო მატჩი გაიმართა.

საქველმოქმედო მატჩი მონაწილეობა ენდი მარისთან ერთად მსოფლიოს მეორე ჩოგანმა, შვეიცარიელმა როჯერ ფედერერმა მიიღო.

შვეიცარიელ ჩოგბურთელს შეხვედრის მსვლელობისას ტრადიციული შოტლანდიური სამოსი, კილტი ეცვა, რომელიც მას გულშემატკივარმა უსახსოვრა, ხოლო თავად შოტლანდიელ ენდი მარის ტემ ო'შენთერის ქუდი ეხურა.

აღსანიშნავია, რომ ჩოგბურთელების ტრადიციულ შოტლანდიურ სამოსში გამოწყობა სპონტანურად მოხდა. პირველი სეტის დასრულების შემდეგ როჯერ ფედერერმა განაცხადა, რომ თუ ვინმე მას კილტ მიუტანდა, იგი აუცილებლად ამ სამოსით ითამაშებდა. რამდენიმე წუთში კი ერთ-ერთმა გულშემატკივარმა ქალბატონმა შვეიცარიელ ჩოგბურთელს საკუთარი კილტი დაუთმო. მოგვიანებით კი ენდი მარიმ ტემ ო'შენთერის ქუდით თამაში გადაწყვიტა.

ცნობისთვის, მატჩი როჯერ ფედერერის გამარჯვებით ანგარიშით 6:3; 3:6; 10:6 დასრულდა.







სხვადასხვა, ჩოგბურთი

არქივის კალენდარი

2020 სექტემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ