ყველა სპორტული სიახლე

ირმა ხეცურიანი მსოფლიო ჩემპიონია

ქართველმა ეტლით მოფარიკავემ ირმა ხეცურიანმა იტალიაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე, ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

რომში მიმდინარე გათამაშებაში, პარასპორტსმენმა ჯგუფში ბერძენი, ფრანგი, იტალიელი და უკრაინელი სპორტსმენები დაამარცხა. ნახევარფინალში გასასვლელ ბრძოლაში, პოლონელ მოფარიკავეს პაჩეკს 15-6 მოუგო. პოლონელი მოფარიკავე ჰარეზა კი ნახევარფინალში ანგარიშით 15-10 დაამარცხა.

ფინალში ირმა ხეცურიანი ტაილანდელ სპორტსმენს ეასპარეზა და ანგარიშით 15-10 დაამარცხა. 

8 ნოემბერს კი ხეცურიანი რაპირით ფარიკაობაში ბე კატეგორიაში იასპარეზებს, ა კატეგორიაში კი მედლისთვის ახალგაზრდებს შორის მოქმედი ჩემპიონი ნინა თიბილაშვილი იბრძოლებს.

Georgian National Paralympic Committee



სხვადასხვა, ფარიკაობა‎, პარასპორტი

არქივის კალენდარი

2019 მაისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ