ყველა სპორტული სიახლე

უეფამ პატრის ევრა დასაჯა (ვიდეო)

უეფას სადისციპლინო კომიტეტმა პატრის ევრას მკაცრი სასჯელი გამოუტანა. 

36 წლის ფეხბურთელი 2018 წლის 30 ივნისამდე დისკვალიფიციარებულია და უეფას ეგიდით გასამართ შეხვედრებში მონაწილებას ვერ მიიღებს. გარდა ამისა, ფრანგ მოთამაშეს 10 ათასი ევროს გადახდა მოუწევს. 

შეგახსენებთ, რომ "მარსელის" მცველმა "ვიტორია გიმარაეშთან" გასამართი ევროპის ლიგის მატჩის დაწყებამდე ფრანგული კლუბის გულშემატკივარს დაარტყა და წითელი ბარათი მიიღო. 

ამავდროულად, ფრანგულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, "მარსელი" ევრასთან კონტრაქტის გაწყვეტას აპირებს. 

ფეხბურთი, ევროპა, ევროტურნირები

არქივის კალენდარი

2020 ივლისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ