ყველა სპორტული სიახლე

შერმადინის გამარჯვება ევროლიგაში (ვიდეო)

გიორგი შერმადინის „უნიკახამ“ ევროლიგაში მე-3 გამარჯვება მოიპოვა.

მალაგელებმა მე-6 ტურში სერბულ „ცრვენა ზვეზდას“ უმასპინძლეს და საკმაოდ დამაჯერებლად - 79:65 სძლიეს.

აღნიშნულ შეხვედრაში ქართველი ცენტრი შეზღუდული იყო. შერმადინი სასტარტო ხუთეულში იყო, თუმცა მოედანზე მხოლოდ 10 წუთი გაატარა, რა დროშიც 2 ქულა, 1 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოაგროვა. გიორგიმ 5 ცდიდან მხოლოდ 1 ორქულიანი მიითვალა.

საუკეთესო კი სერბი, ნემანია ნედოვიჩი გახლდათ, რომელმაც 17 ქულას უწია. 15 ქულა ჰქონდა საშუ სალინს.

3 მოგებითა და 3 მარცხით „უნიკახა“ 16-გუნდიან ევროლიგაში მე-10 ადგილზეა. მომდევნო ტურში, 14 ნოემბერს მალაგელები ლიტვურ „ჟალგირისს“ უმასპინძლებენ.

gbf.ge

კალათბურთი, საქართველო, ლეგიონერი

არქივის კალენდარი

2017 ნოემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ