
შეიარაღებული თავდასხმა ფორმულა 1-ის ჩემპიონის გუნდზე
ფორმულა 1-ის ჩემპიონი ლუის ჰამილტონი ბრაზილიაში, სან პაულოში იმყოფება, სადაც ერთ-ერთ გრან პრიზე იღებს მონაწილეობას.
სან პაულოს გრან პრიზე ჰამილტონმა პირველად მიმდინარე სეზონში შეცდომა დაუშვა, საჭე ვერ დაიმორჩილა და ბარიკადებს შეეჯახა.
ბრაზილიაში კი ჰამილტონის გუნდის წევრებს თავს შეიარაღებული დაჯგუფება დაესხა და მათი ავტობუსი დააყაჩაღა. ბრიტანული გამოცემებს ცნობით, თავდამსხმელებმა ცეცხლიც გახსნეს, თუმცა ინციდენტისას არავინ დაშავებულა.
მომხდარს თავად მრბოლელი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მსგავსი ფაქტი ბრაზილიაში ყოველწლიურად ხდება და ფორმულა 1-ის ორგანიზატორებმა უსაფრთხოებისთვის მეტი უნდა გაკეთონ.