ყველა სპორტული სიახლე

მარკოიშვილის გამარჯვება სანაძესთან იტალიის სერია A-ში

იტალიის სერია „ა"-ს 6 წაგებით დაწყების შემდეგ, მანუჩარ მარკოიშვილის „რეჯიო ემილიამ“ ჩემპიონატში პირველი გამარჯვება იზეიმა.

წაგებებით გაწამებულ ემილიელებს ხელთ დუდა სანაძის „პისტოია“ შერჩათ, რომელიც შინაურ არენაზე 90:42 გაანადგურეს.

ორივე ქართველი კალათბურთელი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა. მარკოიშვილმა მოედანზე 28 წუთი გაატარა და მასპინძლებს 9 ქულა, 1 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 4 პასი შესძინა. მანუჩარმა 6-დან 3 სამქულიანი ჩააგდო, 3 ორქულიანი ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც 3-ჯერ დაჯარიმდნენ.

გაცილებით მოკრძალებული სტატისტიკა ჰქონდა სანაძეს, რომელიც 20 წუთში 2 ქულას, 1 მოხსნასა და 1 პასს დასჯერდა. დუდამ 2-დან 1 ორქულიანი გამოიყენა, 2 სამქულიანი ააცილა, 2 შეცდომა დაუშვა, 3-ჯერ დაჯარიმდა, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესი ერთხელ დაირღვა.

1 მოგებითა და 6 მარცხით “რეჯიო ემილია” სატურნირო ცხრილში ბოლო მე-16 ადგილზე დარჩა, “ფლექს პისტოია” კი 2 გამარჯვებით მეცამეტეა.
18 ნოემბერს მარკოიშვილის გუნდი “ვანოლი კრემონას” ესტუმრება, სანაძე და მისი თანაგუნდელები კი ერთერთ ლიდერ “ვენეციას” ესტუმრებიან.

gbf.ge

კალათბურთი, საქართველო

არქივის კალენდარი

2017 ნოემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ