ყველა სპორტული სიახლე

ირაკლი სიხარულიძე: "ეროვნულ გუნდში თამაში ყველა ფეხბურთელისთვის დიდი მოტივაციაა"

ეროვნული ლიგის საუკეთესო ბომბარდირმა, ირაკლი სიხარულიძემ ბელარუსთან შეხვედრაში საქართველოს ნაკრების რიგებში პირველი გოლი გაიტანა. 

მატჩის შემდეგ "ლოკომოტივის" ფეხბურთელმა კომენტარი გააკეთა.

ირაკლი სიხარულიძე: "პირადად ჩემთვის წარმატებული თამაში იყო. ეროვნულ გუნდში თამში ყველა ფეხბურთელისთვის დიდი მოტივაციაა და არც მე ვარ გამონაკლისი. პირველად ვითამაშე ძირითად შემადგენლობაში და მოხარული ვარ, რომ გოლი გავიტანე. შეგვეძლო მოგება, სამწუხაროდ, ვერ გავიმარჯვეთ, თუმცა იმედია, რომ გამოვასწორებთ შეცდომებს და თამაშის ხარისხთან ერთად შედეგიც მოვა"

ფეხბურთი, საქართველო

არქივის კალენდარი

2017 ნოემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ