ყველა სპორტული სიახლე

პენალტების სერიაში გაძევებული მეკარე და ნახევარმცველის მოგერიებული 11-მეტრიანი (ვიდეო)

ყატარის და ირანის 19-წლამდე ნაკრებების შეხვედრის ბედი 11-მეტრიანების სერიაში გადაწყდა. 

ყატარელთა მეკარემ გადამწყვეტი პენალტი მოიგერია და თანაგუნდელებთან ერთად აღნიშნავდა გამარჯვებას, თუმცა მთავარმა არბიტრმა მეკარე თამაშის წესების დარღვევაში დაადანაშაულა და განმეორებითი დარტყმა დანიშნა, კიპერი კი კამათის გამო წითელი ბარათით დასაჯა. 

გაძევებული კარის დარაჯის ნაცვლად ყატარელთა კარში ნახევარმცველი ჩადგა, რომელმაც განმეორებითი დარტყმა მოიგერია და თავის გუნდს მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა. 

ფეხბურთი, მსოფლიო

არქივის კალენდარი

2017 ნოემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ