ყველა სპორტული სიახლე

2023 წლის რაგბის მსოფლიო თასის ჩატარების ადგილი ცნობილია

მსოფლიო რაგბის მორიგ სხდომაზე ხმის მიცემის პროცედურით 2023 წლის მსოფლიო თასის მასპინძელი ქვეყანა გამოავლინეს.

ლონდონში გამართულ მსოფლიო რაგბის კონსილიუმზე გადაწყდა, რომ 2023 წლის მსოფლიო თასს საფრანგეთი უმასპინძლებს.

საფრანგეთთან ერთად მსოფლიო თასის მასპინძლობისთვის ირლანდია და სამხრეთ აფრიკა იბრძოდნენ, თუმცა ფრანგულმა მხარემ ხმის მიცემის მეორე ტურში 24 ხმა მიიღო და მსოფლიო თასის მასპინძელიც სწორედ ის იქნება.

შეგახსენებთ, რომ რაგბის მსოფლიო თასს 2019 წელს იაპონია მასპინძლობს. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა კი 2019 წლის ჩემპიონატზე მონაწილეობის უფლება გასულ მსოფლიო თასზე მოიპოვა. ბორჯღალოსნები მსოფლიო თასზე D ჯგუფში ასტრალიის, უელსის, ფიჯისა და ამერიკა 2-ის გუნდებთან ერთად იასპარეზებენ.

რაგბი, მსოფლიო

არქივის კალენდარი

2019 აგვისტო
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ