ყველა სპორტული სიახლე

მასშტაბური ტურნირი იტალიისა და ჰოლანდიის მონაწილეობით რუსეთის მუნდიალის დაწყებამდე

რუსეთში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე აშშ-ი მასშტაბური საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირის ჩატარებას გეგმავენ. 

ESPN-ის ცნობით, შტატების ფეხბურთის ფედერაცია მსოფლიო ჩემპიონატს მიღმა დარჩენილი გუნდების - იტალიის, ჰოლანდიის, განის, ჩილეს და სხვა ნაკრებების მიწვევას გეგმავს ამხანაგური მატჩების სერიის ჩასატარებლად. 

ტურნირის ჩატარება საკლუბო სეზონის დასრულების შემდეგ და მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე იგეგმება.

შეგახსენებთ, რომ მუნდიალზე მოხვედრა აშშ-ს ნაკრებმაც ვერ მოახერხა. 

ფეხბურთი, მსოფლიო

არქივის კალენდარი

2020 სექტემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ