ყველა სპორტული სიახლე

ATP-ის შემაჯამებელ ტურნირზე ნახევარფინალისტები გამოვლინდნენ

ლონდონში ATP-ის წლის შემაჯამებელი ტურნირი მიმდინარეობს.

რეიტინგში რვა საუკეთესო ჩოგბურთელი 2017 წლის ფინალურ ტურნირზე ორ ჯგუფად გაიყო.

პირველი ჯგუფის ლიდერი გრიგორ დიმიტროვი გახდა, რომელმაც ჯგუფში სამივე შეხვედრა მოიგო და მხოლოდ ერთი სეტი წააგო. აღნიშნულ ჯგუფში ფავორიტად მსოფლიოს პირველ ჩოგანს, რაფაელ ნადალს მოიზრდებდნენ, თუმცა პირველ შეხვედრაში დიმიტროვთან მატჩის შემდეგ ესპანელმ ჩოგბურთელმა ტურნირი დატოვა და იგი პაბლო კარენო ბუსტამ ჩაანაცვლა. მეორე ნახევარფინალისტი კი დავიდ გოფინია, რომელმაც მხოლოდ ერთი მატჩი წააგო და ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა.

მეორე ჯგუფის უპირობო ლიდერი მსოფლიოს მეორე ჩოგანი როჯერ ფედერერი გახლდათ, რომელმაც სამივე შეხვედრა მოიგო და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა, მეორე კი ამერიკელი ჯეკ სოქია, რომელიც ნახევარფინალში გრიგორ დიმიტროვს დაუპირისპირდება.

ნახევარფინალური მატჩები დღეს, 18 ნოემბერს გაიმართება.

ნახევარფინალში გასული წყვილები:

როჯერ ფედერერი - დავიდ გოფინი; თბილისის დროით 18:00 საათი

გრიგორ დიმიტროვი - ჯეკ სოქი; თბილისის დროით 00:00 საათი.

სხვადასხვა, ჩოგბურთი

არქივის კალენდარი

2020 სექტემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ