ყველა სპორტული სიახლე

ქართველი მოციგურავის წარმატებული გამოსვლა საფრანგეთში (ვიდეო)

17 ნოემბერს, საფრანგეთის ქალაქ გრენობლში, ფიგურული ციგურაობის გრან პრის სერიის მეხუთე ეტაპი გაიმართა.

ტურნირში მონაწილე 8 ქვეყნის თერთმეტმა მოციგურავე ვაჟმა თავიანთი მოკლე პროგრამები წარმოადგინა.

ქართველ მოციგურავეს, მორის ყვითელაშვილს ასპარეზობა ისეთ სახელოვან მოციგურავეებთან მოუწია, როგორებიც არიან ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი ესპანელი ხავიერ ფერნანდესი, მსოფლიო ჩემპიონატების პრიზიორი იაპონელი შომა უნო, ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელი ალექსეი ბიჩენკო, ევროპის პრიზიორი რუსი სპორტსმენი ალექსანდრე სამარინი, მსოფლიოსა და 2014 წლის სოჭის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედლის მფლობელი ყაზახი სპორტსმენი დენის ტენი და საკმაოდ გამოცდილი უზბეკი მოციგურავე მიშა ჯე.

მორის ყვითელაშვილმა ტექნიკურად საკმაოდ რთული მოკლე პროგრამა წარმოადგინა და 86,98 ქულით თავისუფალი პროგრამის წინ, მე -4 ადგილზეა, რაც საკმაოდ მაღალი შედეგია ასეთ ტიტულოვან სპორტსმენებთან ასპარეზობის ფორმატში. ამასთან, მორისის მიერ ტექნიკური ელემენტების შესრულების ხარისხი მსაჯების მიერ შეფასებული იქნა 48,98 ქულით , რაც შეფასების ტექნიკურ სეგმენტში მოასპარეზე მოციგურავეთა შორის მესამე მაჩვენებელია.

ცნობისთვის, თავისუფალი პროგრამა 18 ნოემბერს გაიმართება.



Georgian Figure Skating Federation

სხვადასხვა, ფიგურული ციგურაობა

არქივის კალენდარი

2023 სექტემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ