ყველა სპორტული სიახლე

"საბურთალო"-2-ის მორიგი ისტორიული მატჩი

"საბურთალო"-2 ხვალ მორიგ შეხვედრას გამართავს ევროტურნირებზე - გუნდი უეფას ახალგაზრდულ ლიგაზე სერბეთის "ბროდარაცს" უმასპინძლებს და სასურველი შედეგის მიღწევის შემთხვევაში, კიდევ ერთ ისტორიულ ფურცელს ჩაწერს კლუბისა და ქართული ფეხბურთის ისტორიაში. აღნიშნული გათამაშების მეორე წრის განმეორებითი მატჩი "მიხეილ მესხის" სახელობის სტადიონზე 18:00 საათზე დაიწყება. 

საბურთალოელები გეგმაზომიერად ემზადებიან მოახლოებული მატჩისთვის. გუნდში საბრძოლო განწყობაა. ქალაქელები დღეს, "მიხეილ მესხის" სტადიონზე 18:00 საათზე მოკლე ვარჯიშს გამართავენ.

შეგახსენებთ, რომ ამ გუნდებს შორის სამი კვირის წინ გამართული მატჩი 1:1 (გოლი - ბექა ნიკოლაშვილი) დასრულდა. ხოლო პირველ ეტაპზე ჩვენმა გუნდმა თურქული "ბურსასფორი" გამოთიშა ასპარეზობას. თურქეთში საბურთალოელებმა ცოტნე კაპანაძის გოლით იმარჯვეს, ხოლო თბილისში მატჩი 1:1 (გოლი - იური ტაბატაძე) დასრულდა. 

ბოლოსკენ გეტყვით, რომ მატჩზე დასწრება თავისუფალია.

ფეხბურთი, საქართველო, ევროტურნირები

არქივის კალენდარი

2020 ივლისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ