ყველა სპორტული სიახლე

სევილიას მწვრთნელმა ფეხბურთელებს მძიმე დაავადების შესახებ შესვენაზე გაუმხილა

ესპანური "სევილიას" არგენტინელ მთავარ მწვრთნელს, ედუარდო ბერისოს მძიმე დიაგნოზი დაუსვეს.

ბერისოს პროსტატის სიმისვნე დაუდგინეს. ამის შესახებ ინფორმაცია, 21 ნოემბერს ჩემპიონთა ლიგის მატჩის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.

ამბავი, რომელსაც ესპანური მედია ავრცელებს, საკმაოდ ემოციურია. პირველი ტაიმის შემდეგ, მაშინ, როდესაც "სევილია 3:0 მარცხდებოდა, არგენტინელმა მწვრთნელმა თავის ფეხბურთელებს სამწუხარო ინფორმაცია აუწყა. მეორე ტაიმში გამოსულმა სევილიელმა ფეხბურთელებმა კი მატჩის შემოტრიალება და ანგარიშის გათანაბრება შეძლეს. გვიდო პისაროს გოლი კი "სევილიას" ფეხბურთელებმა სწორედ მათ მწვრთნელთან, ედუარდო ბერისოსთან ერთად აღნისნეს.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე შეხვედრა "ლივერპულსა" და "სევილიას" შორის ფრედ 3:3 დასრულდა. მეხუთე ტურის შემდეგ E ჯგუფში ცხრა ქულით პირველ ადგილს "ლივერპული" იკავებს, ხოლო რვა ქულით "სევილია" მეორეა. მესამე ადგილზე ჯანო ანანიძის "სპარტაკია", რომელსაც ექვსი ქულა აქვს, ხოლო ბოლო ადგილს ორი ქულით "მარიბორი" იკავებს.

ფეხბურთი, ევროპა, ევროტურნირები

არქივის კალენდარი

2020 ივლისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ