ყველა სპორტული სიახლე

"საბურთალო" უეფას ახალგაზრდულ ლიგას გამოეთიშა

"საბურთალოს" 19-წლამდელთა გუნდი უეფეას ახალგაზრდულ ლიგს დრამატულ მატჩში გამოეთიშა. 

სერბეთში, "ბროდარაცთან" ფრედ (1:1) დასრულებული შეხვედრის შემდეგ თბილისელებმა მეტოქეს მიხეილ მესხზე უმასპინძლეს და პირველი ტაიმის შემდეგ მინიმალური ანგარიშით მარცხდებოდნენ. შესვენების შემდეგ სტუმრებმა კიდევ ერთხელ გაიტანეს, რის შემდეგაც "საბურთალოს" ჯერიც დადგა. 79-ე წუთზე კოხრეიძემ სხვაობა შეამცირა, ხოლო მატჩის ბოლო წუთებზე ტაბატაძემ ანგარიშის გათანაბრება შეძლო, რაც რევაზ გოცირიძის გუნდისთვის მომდევნო ეტაპზე გასავლელად საკმარისი არ აღმოჩნდა. ახალგაზრდულ ლიგაში თამაშს სტუმრად გატანილი ბურთების წყალობით სერბული კლუბი გააგრძელებს. 

საბურთალო - ბროდარაცი 2:2

სრული სტატისტიკა

ფეხბურთი, საქართველო, ევროტურნირები

არქივის კალენდარი

2020 ივლისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ