ყველა სპორტული სიახლე

ქართველი მოციგურავის ვერცხლის მედალი შანხაის თასზე (ვიდეო)

ჩინეთის ქალაქ შანხაიში ფიგურული ციგურაობის მორიგი თასი გაიმართა.

ტურნირზე, სადაც ხუთი მოციგურავე იღებდა მონაწილეობას, ქართველმა, მორის ყვითელაშვილმაც იასპარეზა.

ყვითელაშვილმა საერთო ჯამში 157.78 ქულა დააფიქსირა და შანხაის თასზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირზე მორის ყვითელაშვილი წარმატებით ასპარეზობს. ის ასევე პირველი ქართველი სპორტსმენია, რომელმაც 2018 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა.

სხვადასხვა, ფიგურული ციგურაობა

არქივის კალენდარი

2019 სექტემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ