ყველა სპორტული სიახლე

სხირტლაძის გოლი დანიის სუპერლიგის ლიდერთან (ვიდეო)

დანიის სუპერლიგის მე-17 ტურში "სილკებორგმა" გათამაშების ლიდერ "ბრონდბიუს" უმასპინძლა და 1:3 დამარცხდა. 

შეხვედრის 32-ე წუთზე ანგარიში მასპინძელთა ქართველმა ფორვარდმა, დავით სხირტლაძემ გახსნა, თუმცა "სილკებორგმა" უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და ქულების მოპოვება ვერ შეძლო. 

სხირტლაძემ სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და შეუცვლელად ითამაშა. 79-ე წუთიდან მასპინძელთა რიგებში მათე ვაწაძეც გამოჩნდა. 

17 შეხვედრაში მოპოვებული 14 ქულით ქართველი ფეხბურთელების გუნდი ბოლოსწინა, მე-13 ადგილზეა. მომდევნო ტურში "სილკებორგი" საბა ლობჟანიძის "რანდერსს" უმასპინძლებს.

ფეხბურთი, საქართველო, ლეგიონერი, დღის ვიდეო

არქივის კალენდარი

2021 აპრილი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ