ყველა სპორტული სიახლე

იშვიათი უხეშობა სარაგბო შეხვედრაში (ვიდეო)

ამერიკის შეერთებული შტატების საუნივერსიტეტო რაგბის ლიგაში მომხდარ შემთხვევას სამართალდამცავები იძიებენ.

არიზონას სახელმწიფო უნივერიტეტსა და არიზონას უნივერსიტეტს შორის შეხვედრა ბრუტალურად დასრულდა. ერთ-ერთმა მორაგბემ, კრისტოფერ ქრაუდმა მოწინააღმდეგეს სახეში ფეხი ჩაარტყა. ფაქტის ამსახველი ვიდეოკადრები ინტერნეტში გავრცელდა. საქმესთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო და 21 წლის მორაგბე აცხადებს, რომ ის დამნაშავე არ არის და თავის საქციელს არ ნანობს. ამერიკის რაგბის კავშირმა კი არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი დროებით მოკვეთა, უნივერსიტეტმა კი მთელი სამწვრთნელო შტაბი დაითხოვა.

დაშავებულ სტუდენტს ოპერაცია ჩაუტარდა, ამჟამად კი მისი მდგომარეობა ჯანმრთელობის სტაბილურია.

11 დეკემბერს კრისტოფერ ქრაუდი სასამართლოს წინაშე წარსდგება.

რაგბი, მსოფლიო

არქივის კალენდარი

2019 აგვისტო
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ