ყველა სპორტული სიახლე

საქართველოს პირველი მედალი ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე

ამერიკის შეერთებულ შტატებში, კალიფორნიის ქალაქ ანაჰაიმში ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს.

62კგ წონით კატეგორიაში შოთა მიშველიძემ ორჭიდში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

მიშველიძემ ატაცში ორი მისვლა გამოიყენა და საბოლოო ჯამში 135 კილოგრამი დააფიქსირა, ხოლო აკვრაში სამვე მისვლა ზუსტი იყო და 163 კილოგრამი დასძლია. აღსანისნავია, რომ პირველმა ქართველმა ძალოსანმა ატაცში ასპარეზობა მეოთხე ადგილზე დაასრულა, ხოლო აკვრაში მეხუთეზე.

ორჭიდში კი 298 კილოგრამით შოთა მიშველაძე პირველადგილოსან კოლუმბიელ ფრანსისკო ვალენსიას ორით, ხოლო მეორეადგილოსან იაპონელ იოჩი იტოკაზუს ერთი ქულით ჩამორჩა და მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

სხვადასხვა, ძალოსნობა

არქივის კალენდარი

2019 ოქტომბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ