ყველა სპორტული სიახლე

FIFA2018: რომელ ქალაქებში ჩატარდება ჯგუფური ეტაპის ცენტრალური მატჩები

მოსკოვში ჩატარებული მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური ეტაპის წილისყრის შემდეგ ცნობილი გახდა წლის მთავარი საფეხბურთო ტურნირის სრული კალენდარიც.

მუნდიალი სტარტს მოსკოვში, 14 ივნისს მასპინძელი რუსეთისა და საუდის არაბეთის ნაკრებების მატჩით აიღებს.

მსოფლიო ჩემპიონატის მეორე დღეს გულშემატკივრები სამ მატჩს იხილავენ, მათ შორის ჯგუფური ეტაპის ერთ-ერთ ყველაზე პრინციპულ შეხვედრას ესპანეთსა და პორტუგალიის ნაკრებებს შორის, რომელიც სოჭის სტადიონზე გაიმართება.

მოქმედი ჩემპიონი გერმანიის ნაკრები ტურნირს 17 ივნისს, მექსიკასთან მოსკოვში გასამართი მატჩით დაიწყებს, ხოლო ვიცე-ჩემპიონი არგენტინა პირველ მატჩს ისლანდიასთან, 16 ივნისს, ასევე მოსკოვში გამართავს. ჯგუფური ეტაპის კიდევ ერთ გამორჩეულ მატჩს არგენტინელებსა და ხორვატებს შორის 21 ივნისს, ნიჟნი ნოვგოროდი უმასპინძლებს.

რუსეთის 11 ქალაქის 12 სტადიონზე გასამართი მუნდიალი 15 ივლისს დასრულდება.

მსოფლიო ჩემპიონატის სრული კალენდარი იხილეთ ბმულზე.

ფეხბურთი, მსოფლიო, დღის სიახლე

არქივის კალენდარი

2019 ოქტომბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ