
ფაჩულიას მორიგი გამარჯვება მაიამიში (ვიდეო)
ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტი" NBA-ს რეგულარული სეზონის მორგ შეხვედრა ფლრიდაში გამართა.
კალიფორნიულმა გუნდმა სტუმრად "მაიამი ჰიტს" დიდი სხვაობით ანგარიშით 123:95 სძლია.
"გოლდენ სტეიტის" ქართველმა ცენტრმა 17 წუთი ითამაშა. ამ დროში კი მან 8 ქულა, 4 მოხსნა და 2 პასი მიითვალა.
მატჩში საუკეთესო შედეგი გუნდის ლიდერს, სტეფ კარის ჰქონდა, რომელმაც 30 წუთში 30 ქულა, 2 მოხსნა, 3 პასი და 2 ჩაჭრა შეასრულა.
მომდევნო შეხვედრას ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტი" 4 დეკემბერს სტუმრად, "ნიუ ორლეანსის" წინააღმდეგ გამართავს.