ყველა სპორტული სიახლე

მსოფლიოს ორი რეკორდი - ლაშა ტალახაძე მსოფლიო ჩემპიონია (ვიდეო)

ამერიკის შეერთებულ შტატებში ძალოსნობის მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნითი დღე გაიმართა.

დასკვნით დღეს საქართველოს სახელით, მსოფლიოს, ევროპისა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ლაშა ტალახაძემ იასპარეზა.

ატაცში ლაშა ტალახაძემ სამივე ცდა მარტივად დასძლია, საბოლოოდ კი 220 კილოგრამი დააფიქსირა, რაც მსოფლიო რეკორდია. აღსანიშნავია, რომ ტალახაძემ მისი მთავარი კონკურენტის, ირანელი ბეჰდად სალიმიკორდასიაბის მიერ ოლიმპიურ თამაშებზე დამყარებული რეკორდი მოხსნა.



ატაცის მსგავსად, აკვრაში ტალახაძემ სამივე ცდა გამოიყენა, 257 კილოგრამი დააფიქსირა და მეორე მცირე მედალი მოიპოვა. ორჭიდის ჯამში ქართველმა ძალოსანმა 477 კილოგრამი დააფიქსირა, რაც ასევე მსოფლიო რეკორდია. 477 კილოგრამით ლაშა ტალახაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა და ზედიზედ მეორედ მსოფლიო ჩემპიონია.

სხვადასხვა, ძალოსნობა, დღის ვიდეო

არქივის კალენდარი

2023 აპრილი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ