ყველა სპორტული სიახლე

ფოთში გარდაცვლილი მსაჯის ცხედარი იპოვეს

ფოთში, მამაკაცის გარდაცვლილი ცხედარი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გარდაცვლილი ქართველი მსაჯია, - ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი ავრცელებს.

MySports.Ge-ს ინფორმაციით, გარდაცვლილი მსაჯი 1984 წელს დაბადებული ილია ტუღუშია.

პირველი არხის ინფორმაციით, მალთაყვის უბანში, ზღვისპირა ზოლში გარდაცვლილი მამაკაცი ეროვნული ჩემპიონატის მატჩებზე მსაჯობდა.

ამ დროისთვის გარდაცვლილის ცხედარს ქუთაისში ექსპერტიზა უტარდება.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

MySports.Ge ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და იზიარებს გარდაცვლილის ოჯახის მწუხარებას.

ფეხბურთი, საქართველო

არქივის კალენდარი

2017 დეკემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ