ყველა სპორტული სიახლე

ლადო ხინჩეგაშვილი და გენო პეტრიაშვილი ირანში მსოფლიოს საკლუბო თასზე იასპარეზებენ

7-8 დეკემბერს თეირანში თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიოს საკლუბო თასი გაიმართება, სადაც 10 ქვეყნის 12 კლუბი მიიღებს მონაწილეობას, საქართველო, ირანი, აშშ, ყაზახეთი, უნგრეთი, ინდოეთი, ყირგიზეთი, მონღოლეთი, ბულგარეთი და კანადა.

ტურნირში მონაწილეობას 16 ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონ-პრიზიორი მიიღებს, მათ შორის ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი ლადო ხინჩეგაშვილი (61 კგ) და მსოფლიოს ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი (125 კგ) ირანის კლუბ იზი პაიპ კაშანის შემადგენლობაში იჭიდავებენ.

ქართული კლუბი "რაინდი" კი შემდეგი შემადგენლობით იასპარეზებს.

57 კგ - რობერტ დინგაშვილი
61 კგ - ოთარ გოგავა, თეიმურაზ ვანიშვილი.
65 კგ - ედემი ბოლქვაზე, ნიკა ბუშელაშვილი,
70 კგ - ლევან ქელეხსაშვილი
74 კგ - გიორგი ლობჟანიძე
79 კგ - ტარიელ გაფრინაშვილი
86 კგ - ზაურ ბერაძე
92 კგ - საბა ჩიხრაძე
97 კგ - ზურაბ ახობაძე
125 კგ - ლევან გოგრიჭიანი

ყაზახური კლბის "BS Brothers"-ის შემადგენლობაში კი ცოტნე ბარამიძე (74 კგ) და სანდრო ამინაშვილი (86 კგ) იჭიდავებენ

ირანული კლუბ "რაზის" შემადგენლობაში კი რუსი ოლიმპიური ჩემპიონი აბდულრაშიდ სადულაევი, რიოს ოლიმპიური პრიზიორი ანიუარ გედუევი და მსოფლიოს ჩემპიონი ხეთიკ ცაბოლოვი იასპარეზებენ. ამავე კლუბში ირანელი ოლიმპიური ვიცე-ჩემპიონი კომეილ გასემი, მსოფლიო პრიზიორი მასოუდ ესმაილპური და საედ აჰმად მოჰამადიც იჭიდავებენ.

მსოფლიო თასის შარშანდელი გამარჯვებული ამერიკული ტიტან მერკურის შემადგენლობაში ოლიმპიური ჩემპიონი კაილ სნაიდერი, მსოფლიოს პრიზიორები ტომას გილმანი, ფრანკლინ გომესი და ნიკ გვიასდოვსკი იქნებიან. შეგახსენებთ რომ ხინჩეგაშვილმა შარშან სწორე ტიტან მერკურის შემადგენლობაში მოიპოვა მსოფლიო საკლუბო თასი.

მესამე ირანული კლუბის "სარის" შემადგენლობაში მსოფლიოს 3-გზის ჩემპიონი აზერბაიჯანელი ჰაჯი ალიევი, მსოფლიოს ჩემპიონი რუსი მაგომედ გაზიმაგომედოვი და მაგომედ კურბანალიევი იჭიდავებენ.

გამარჯვებული კლუბი 25 000$-ს, მეორე ადგილოსანი 15 000$-ს ხოლო ბრინჯაოს მედალოსანი 10 000$-ს მიიღებენ.

ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

ჭიდაობა / ძიუდო

არქივის კალენდარი

2017 დეკემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ