ყველა სპორტული სიახლე

ევროლიგა - შენგელიას “ბასკონიამ” შერმადინის “უნიკახას” უმასპინძლა (ვიდეო)

ევროლიგის მონაწილე 2 ქართველის გუნდები ერთმანეთს მე-11 ტურში შეხვდნენ.

თორნიკე შენგელიას “ბასკონიამ” ვიტორიაში ესპანურსავე “უნიკახას” უმასპინძლა და 88:82 დაამარცხა. შეხვედრა საკმაოდ საინტერესო გამოდგა – მალაგელებმა მასპინძლებს გვარიანი წინააღმდეგობა გაუწიეს, თუმცა ფავორიტად მიჩნეულმა ბასკონიელბმა მორიგი გამარჯვება მაინც მოიპოვეს.

შენგელია მატჩის ერთ-ერთი საუკეთესო იყო, თუმცა ბოლო წუთებამდე ცოტა ინერტული გახლდათ. ბასკონიელთა ქართველი ფორვარდი სასტარტო ხუთეულში არ გამოჩენილა და მოედანზე არასრული 20 წუთი გაატარა.  მატჩის დასრულებამდე 5 წუთით ადრე თორნიკეს პირად ანგარიშზე მხოლოდ 3 ქულა ირიცხებოდა, თუმცა დარჩენილ დროში მან 8 ქულა, რამდენიმე მოხსნა და პასი მიითვალა.

საბოლოოდ შენგელიას ანგარიშზე 12 ქულა, 6 მოხსნა, 2 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება დაგროვდა. 7-დან 4 ორქულიანი ჩააგდო და საჯარიმოებშიც იდენტური მაჩვენებელი ჰქონდა, ბურთი ერთხელ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 7-ჯერ დაჯარიმდნენ.

შერმადინი მალაგელთა სასტარტო შემადგენლობაში გახლდათ და 14:29 წუთში 2 ქულა და 3 მოხსნა მოაგროვა. ქართველმა ცენტრმა 4-დან 1 ორქულიანი ჩააგდო, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები ერთხელ დაირღვა.

5 მოგებითა და 6 მარცხით “ბასკონიამ” მე-9 ადგილზე აინაცვლა, ხოლო “უნიკახას” 3 გამარჯვება შერჩა და ბოლო ადგილზეა. 14 დეკემბერს მალაგელები რუსულ “ხიმკის” უმასპინძლებენ, ხოლო 15-ში “ბასკონია” თურქულ “ანადოლუ ეფესს” ესტუმრება.

gbf.ge

კალათბურთი, საქართველო, ლეგიონერი, დღის ვიდეო

არქივის კალენდარი

2021 აპრილი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ