ყველა სპორტული სიახლე

სამხრეთ ამერიკელი ფეხბურთელი კოკაინის მიღების გამო მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს

პერუს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ფიფამ ერთწლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.

დოპინგტესტის შედეგად, პაოლო გერეროს ნარკოტიკული საშუალების მოხმარება დაუდგინდა. აღსანიშნავია, რომ გერერომ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი, არგენტინის წინააღმდეგ, ჩაგდებული დოპინგტესტის გამო გამოტოვა. განმეორებითი ტესტისას კი პერუელ ფეხბურთელს კოკაინის მოხმარება დაუმტკიცდა.

ფიფამ დისციპლინარული კომიტეტის სხდომის შემდეგ პაოლ გერეროს განაჩენი გამოუტანა, რაც იმას ნიშნავს, რომ ფეხბურთელი პერუს ნაკრებს 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ დაეხმარება.

ფეხბურთი, მსოფლიო

არქივის კალენდარი

2019 ოქტომბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ