
ჭანტურიშვილის ეფექტური გოლი სლოვაკეთში
სლოვაკეთის ჩემპიონატის მე-19 ტურის შეხვედრაში "სპარტაკ ტრნავამ" "პრეშოვს" მინიმალური ანგარიშით სძლია.
მატჩის ერთადერთი გოლი ვახტან ჭანტურიშვილმა, მე-2 წუთზე, ეფექტური შორეული დარტყმით გაიტანა. ქართველმა ფეხბურთელმა სრულად ითამაშა.
19 შეხვედრაში მოპოვებული 43 ქულით "სპარტაკი" სლოვაკეთის უმაღლეს ლიგას ერთპიროვნულად ლიდერობს.