ყველა სპორტული სიახლე

შენგელიას "ბასკონიამ" "ბილბაო" დაამარცხა

ესპანეთის ჩემპიონატის მე-11 ტურში თორნიკე შენგელიას "ბასკონიამ" ზედიზედ მეხუთე გამარჯვება მოიპოვა. 

ქართველი კალათბურთელის გუნდი "ბილბაოს" მასპინძლობდა და 94:71 სძლია მეტოქეს. 

"ბასკონიას" ქართველმა კაპიტანმა მატჩი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში დაიწყო და მოედანზე გატარებულ 21:41 წუთში საკუთარ გუნდს 12 ქულით, 3 მოხსნით და 1 პასით დაეხმარა. 

ესპანეთის ჩემპიონატის მომდევნო ტურში "ბასკონია" ბექა ბურჯანძის "ანდორას" ესტუმრება, თუმცა მანამდე თურქულ "ანადოლუ ეფესს" დაუპირისპირდება ევროლიგის ფარგლებში.

კალათბურთი, საქართველო, ლეგიონერი, დღის ფოტო

არქივის კალენდარი

2019 ოქტომბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ