ყველა სპორტული სიახლე

პაატა გურასპაული კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტია

სასტუმრო ქორთიარდ მერიოტში საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები შედგა. 

34 დელეგატიდან საარჩევნო პროცესს 27 ესწრებოდა. ხმათა 80 პროცენტით გამარჯვებული პაატა გურასპაული გახდა. 

შეგახსენებთ, რომ გურასპაულის ერთადერთმა კონკურენნტმა, შიო ხეცურიანმა საკუთარ კანდიდატურა არჩევნების დაწყებამდე 1 საათით ადრე მოხსნა, თუმცა ამის თაობაზე წერილობითი ფორმით ფედერაციისთვის არ მიუმართავს და საარჩევნო პროცესში კანდიდატად ფიგურირებდა. 

კალათბურთი, საქართველო, დღის სიახლე

არქივის კალენდარი

2020 ოქტომბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ