ყველა სპორტული სიახლე

მექსიკის ჩემპიონატის ემოციური დასასრული და აცრემლებული 38 წლის ვეტერანი (ვიდეო)

მექსიკის ჩემპიონატის ფინალურ სერიაში "ტიგრესმა" "მონტერეის" ორი მატჩის ჯამში 3:2 სძლია და ქვეყნის ჩემპიონი გახდა. 

განსაკუთრებით ემოციური გამარჯვება კლუბის ვეტერანისთვის, დამიან ალვარესისთვის იყო.

38 წლის ნახევარმცველი "ტიგრესში" 2010 წლიდან თამაშობს და 215 შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული. 

გადამწყვეტი მატჩის დასრულების შემდეგ ვეტერანმა ცრემლები ვერ შეიკავა, ტიგრესის კაპიტანმა კი მას სამკლაური გადასცა და საჩემპიონი თასის ჩაბარება ანდო.

damian alvarez-ის სურათის შედეგი

აღსანიშნავია, რომ ალვარესმა ტრიუმფით დასრულებული სეზონის მხოლოდ 3 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. 

ფეხბურთი, მსოფლიო

არქივის კალენდარი

2019 ოქტომბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ