ყველა სპორტული სიახლე

საქართველოს 21 წლამდე ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი

საქართველოს 21-წლამდე ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს - გიორგი ცეცაძე.

მხარეებს შორის ხელშეკრულება დღეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში გაფორმდა.

გიორგი ცეცაძე ბოლოს საფეხბურთო კლუბ „სამტრედიას“ თავკაცობდა, რომელთან ერთადაც ჯერ საქართველოს ჩემპიონი გახდა, ხოლო მოგვიანებით სუპერთასის მფლობელი. გიორგი ცეცაძემ 2013 წელს, საქართველოს 19-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ათამაშა. 43 წლის სპეციალისტს საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში თემურ ლორთქიფანიძე და ზურაბ ხიზანიშვილი დაეხმარებიან.

შეგახსენებთ, რომ ცეცაძე 2015 წელს ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბში მუშაობდა. იყო გორის "დილას", თბილისის "ლოკომოტივის" და საქართველოს 19 წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელი.

საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს გეგუჩაძე აღარ გაწვრთნის

g
ff.ge

ფეხბურთი, საქართველო, დღის ფოტო

არქივის კალენდარი

2019 ოქტომბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ