ყველა სპორტული სიახლე

ქართველების ტრიუმფი რუსეთში - ყველა ორთაბრძოლა და საქართველოს ჰიმნი (ვიდეო)

რუსეთის ქალაქ სანქტ-პეტერბურგის მასტერსის დასკვნითი დღე ქართველი ძიუდოისტების ტრიუმფით დასრულდა.

ტურნირის მეორე დღეს საქართველოს სახელით ოთხმა ქართველმა ძიუდოისტმა იასპარეზა, სამმა კი ოქროს მედალი მოიპოვა.

-90კგ წონით კატეგორიაში ბექა ღვინიაშვილმა ფინალურ შეხვედრაში კორეელი მეტოქეს სძლია, ხოლო -100კგ წონით კატეგორიაში ვარლამ ლიპარტელიანმა ჰოლანდიელ მიშელ კორელს ვაზარით სძლია. +100კგ წონით კატეგორიაში კი გურამ თუშიშვილმა წონის ლიდერი, ბრაზილიელი დავიდ მოურა ეფექტური იპონით დაამარცხა და მანაც ოქროს მედალი მოიპოვა.





აღსანიშნავია, რომ სანქტ-პეტერბურგის მასტერს ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ქართველი დიქტორი, გიორგი ჭანიშვილი უძღვებოდა.



ძიუდოს ერთ-ერთი პრესტიჟული ტურნირის პირველ დღეს კი ორმა ქართველმა იჭიდავა და ორივემ მედალი მოიპოვა. -66კგ წონით კატეგორიაში ვაჟა მარგველაშვილი ბრინჯაოს მედალს დაეუფლა, ხოლო -73კგ წონით კატეგორიაში ლაშა შავდათუაშვილი ფინალში გავიდა, სადაც იაპონელ სოიჩი ჰაშიმოტოსთან დამარცხდა. მედლის გარეშე კი -81კგ წონით კატეგორიაში მხოლოდ ზებედა რეხვიაშვილი დარჩა, რომელიც პირველივე შეხვედრაში ბრაზილიელ ედუარდო სანტოშთან ვაზარით დამარცხდა.

არაოფიციალურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრები იაპონიის შემდეგ მეორე ადგილზე გავიდა.

შეგახსენებთ, რომ სანქტ-პეტერბურგის მასტერსზე ქართველმა ძიუდოისტებმა ხუთი მედალი, სამი ოქრო, ერთი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო მოიპოვეს.



ჭიდაობა / ძიუდო, დღის ფოტო

არქივის კალენდარი

2019 ოქტომბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ