ყველა სპორტული სიახლე

მელიქიძის ლელო ლომიძის "ლონდონ აირიშთან" შეხვედრაში (ვიდეო)

ჩელენჯ ქაფის პირველ ჯგუფში ქართული დერბი შედგა. ფრანგულმა ‘ბორდომ’ რუსეთის ჩემპიონ ‘ენისეის’ უმასპინძლა და 16646 მაყურების წინაშე 36:27 დაამარცხა. ფრანგთა შორის 66-ე წუთიდან ითამაშა ბურჯმა ლაშა ტაბიძემ, ხოლო ‘ენისეის’ რიგებში სრულად გაისარჯნენ დავით კაჭარავა და მიხეილ გაჩეჩილაძე.

მეორე ჯგუფში ‘ლიონმა’ ‘ტულუზს’ 21:11 სძლია. გამარჯვებულთა შორის 54-ე წუთიდან ითამაშა თორნიკე მატარაძემ.

ამავე ჯგუფში ‘კარდიფმა’ ‘სეილი’ მიიღო და 14:6 სძლია. უელსელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 60 წუთი ითამაშა ანტონ ფეიქრიშვილმა. ‘კარდიფი’ 13 ქულით პირველ ადგილზეა, ხოლო ‘ლიონს’ 9 ქულა აქვს და მეორეზეა.

მესამე ჯგუფის ფრანგულ დერბიში ‘აჟენი’ ‘პოს’ ეწვია და 12:26 დამარცხდა. ვახტანგ ახობაძე სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანზე 69 წუთი გაატარა.

ქართული დერბი შედგა მეოთხე ჯგუფშიც, სადაც ‘ლონდონ აირიში’ ფრანგულ ‘სტად ფრანსეს’ მასპინძლობდა. ინგლისელთა შორის შეუცვლელად ითამაშა ლაშა ლომიძემ. პარიზელთა შემადგენლობაში ტრავმირებული თანაგუნდელი მე-4 წუთზე შეცვალა ზურაბ ჟვანიამ, ხოლო გიორგი მელიქიძე თამაშში 51-ე წუთიდან ჩაერთო, 3 წუთში კარის წინ წარმოქმნილი რაქიდან ბურთი აიტაცა და ლელოში შევიდა. ამ ეპიზოდამდე ფრანგები 5:17 აგებდნენ, მერე კი თამაშში გარდატეხა შეიტანეს და ბოლო წუთზე გატანილი ლელოთი გამარჯვება იზეიმეს.



rugby.ge

რაგბი, საქართველო, ლეგიონერი, დღის სიახლე

არქივის კალენდარი

2020 ოქტომბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ