ყველა სპორტული სიახლე

შენგელიას 19 ქულა მილანში (ვიდეო)

თორნიკე შენგელია წარმატებულ თამაშს აგრძელებს თუმცა ამჯერად მისმა გუნდმა მარცხი განიცადა.

ევროლიგის მე-13 ტურში “ბასკონია” მილანში “არმანი ექსჩეინჯს” შეხვდა და 85:92 წააგო. 

ბასკონოელთა ქართველი კაპიტანი სასტარტო ხუთეულში იყო და 28:38 წუთში 10-დან 8 ორქულიანი და 6-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. თოკოს აქტივში 4 მოხსნა, 1 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარებაც იყო, ბურთი არ დაუკარგავს, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 6-ჯერ დაჯარიმდნენ. შედეგად, ქართველი ლეგიონერის სარგებლიანობის კოეფიციენტი 26-ს გაუტოლდა, რაც ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ.

6 მოგებითა და 7 მარცხით “ბასკონია” სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 22 დეკემბერს, შინ, “ბარსელონასთან” გამართავს.

gbf.ge

კალათბურთი, საქართველო, ლეგიონერი, დღის ვიდეო

არქივის კალენდარი

2018 მაისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ