ყველა სპორტული სიახლე

#NBAVOTE 2018 იწყება - როგორ ავირჩიოთ სასურველი კალათბურთელი

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია ყველა ვარსკვლავის მატჩისთვის გულშემატკივართა გამოკითხვას იწყებს. 

გასული სეზონის მსგავსად წლევანდელ ოლსტარზეც მონაწილეებს კვლავ გულშემატკივები (50%), მედია (25%) და კალათბურთელები (25%) აირჩევენ. 

21 დეკემბრიდან გულშემატკივრებს საყვარელი კალათბურთელებისთვსი ხმის მიცემა NBA.com-ზე და NBA-ს აპლიკაციის მეშვეობით შეეძლებათ, ხოლო 25 დეკემბრიდან ქართველი გულშემატკივრებისთვის კარგად ნაცნობი ფორმატი ამოქმედდება და ხმის მიცემა 24 საათში ერთხელ სოციალური ქსელების საშუალებით იქნება შესაძლებელი. 

1. Facebook-ზე და Twitter-ზე 24 საათში ერთხელ #NBAVOTE-თან ერთად სასურველი მოთამაშის სახელი და გვარი. 

2. Google Search: ჩაწერეთ NBA Vote All-Star” და აირჩიეთ სასურველი მოთამაშეები.

გამოკითხვის შუალედური შედეგები 4 და 11 იანვარს გამოქვეყნდება, ხოლო ხმის მიცემის პროცესი 15 იანვარს დასრუდება. 

2018 წლის NBA-ს All Star-ის მატჩი ლოს ანჯელესში განსხვავებული ფორმატით ჩატარდება და ყველა ვარსკვლავის მატჩზე ერთმანეთს დასავლეთისა და აღმოსავლეთის გუნდები აღარ დაუპირისპირდებიან.

ახალი ფორმატის მიხედვით, გუნდებს კაპიტნები დააკომპლექტებენ, რომლებიც გამოკითხვაში ყველაზე მეტ ხმას მიიღებენ და სასურველ მოთამაშეებს ყველა ვარსკვლავის მატჩზე მოხვედრილი კალათბურთელებიდან შეარჩევენ. 

2018 წლის ყველა ვარსკვლავის მატჩი 18 თებერვალს შედგება.

კალათბურთი, საქართველო, მსოფლიო, დღის ვიდეო

არქივის კალენდარი

2020 აგვისტო
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ