
"ბარსელონა": ნოლიტო ან როისი
El Mundo Deportivo-ს ცნობით, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს "ბარსელონა" ნოლიტოს ან როისის შეძენას ეცდება.
გავრცელებული ინორმაციით, გერმანელის გადაბირების ალბათობა უფრო დიდია, რადგან კატალონიელთა მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენი როისთან ჯერ კიდევ "გლადბახში" თამაშის პერიოდიდან მეგობრობს. თუმცა, გამორიცხული არც "სელტელი" ნოლიტოს ტრანსფერია.
მიმდინარე სეზონში როისმა "ბორუსიას" შემადგენლობაში 11 მატჩი ჩაატარა და 6 გოლის გატანა შეძლო, ხოლო ნოლიტოს ანგარიშზე 7 თამაშში გატანილი 5 გოლია.