ყველა სპორტული სიახლე

ბითაძის პირადი რეკორდი: 21 ქულა 20 წუთში (ვიდეო)

გოგა ბითაძემ “მეგა ლეკსში” პირადი რეკორდი დაამყარა. მონტენეგროს ქალაქ ბარში “მორნართან” გამართულ შეხვედრაში ქართველმა ცენტრმა 21 ქულა ჩააგდო, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა მოსაგებად. მონტერენგროს გუნდმა ადრიატიკის ლიგის შეხვედრა დაძაბულ ბრძოლაში – 87:83 მოიგო.

აქამდე ბითაძის უმაღლესი შედეგი 19 ქულა იყო, რაც მან მიმდინარე სეზონში ორჯერ – “ცრვენა ზვეზდასთან” და “პარტიზანთან” მატჩებში დააფიქსირა. “მორნართან” კი გოგამ 20:28 წუთში 21 ქულა მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 16-დან 9 ორქულიანი და სამქულიანი ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, 5 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 2-ჯერ დაჯარიმდნენ. 21 ქულასთან ერთად ბითაძემ 5 მოხსნა მიითვალა. 

“მორნარის” გამარჯვება ამერიკელი დერეკ ნეედჰამის ჩინებულმა თამაშმა განაპირობა. მასპინძელთა უკანახაზელმა, რომელმაც ნატურალიზაცირებული კალათბურთელის რანგში, მონტენეგროს ნაკრების ღირსებას იცავს, 11-დან 7 სამქულიანი გამოიყენა და 36 ქულა მიითვალა.

4 მოგებითა და 10 მარცხით “მეგა ბემაქსს” სატურნირო ცხრილში მე-10 ადგილი უკავია, მომდევნო მატჩს კი 5 იანვარს, სტუმრად, სლოვენიურ “ოლიმპიასთან” ჩაატარებს.

gbf.ge

კალათბურთი, საქართველო, ლეგიონერი

არქივის კალენდარი

2018 მაისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ