ყველა სპორტული სიახლე

შენგელიას შედეგიანი მატჩი მურსიასთან

თორნიკე შენგელიამ მორიგი შედეგიანი მატჩი ჩაატარა, თუმცა მისი პირადი მონაგარი საკმარისი არ აღმოჩნდა მოსაგებად. ესპანეთის ჩემპიონატის მორიგი ტურის შეხვედრა “ბასკონიამ” სტუმრად, “მურსიასთან” წააგო – 67:78.

ქართველი ფორვარდი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 29:46 წუთში 17 ქულა, 4 მოხსნა, 3 პასი და 3 ჩაჭრა მოაგროვა. შენგელიამ 8-დან 4 ორქულიანი, 4-დან 1 სამქულიანი და 10-დან 6 საჯარიმო ჩააგდო, 4 ბურთი არ დაუკარგავს, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 6-ჯერ დაჯარიმდნენ. შედეგად, შენგელიას სარგებლიანობის კოეფიციენტი 18-ს გაუტოლდა, რაც მატჩის საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ.

“ბასკონიამ” 8 მოგება და 5 მარცხი მოაგროვა და სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზე იმყოფება. შენგელიას გუნდი ესპანურ ლიგაში მომდევნო მატჩს 3 იანვარს, შინ, ლიდერ მადრიდის “რეალთან” ჩაატარებს. 

gbf.ge

კალათბურთი, საქართველო, ლეგიონერი

არქივის კალენდარი

2019 ოქტომბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ