ყველა სპორტული სიახლე

შერმადინის “უნიკახამ” მოქმედ ჩემპიონს მოუგო

გიორგი შერმადინის “უნიკახამ” ესპანეთის მოქმედი ჩემპიონი და ახლაც ტიტულის დასაცავად მებრძოლი “ვალენსია” დაამარცხა. მალაგელებმა ვალენსიელებს 2 იანვარს უმასპინძლეს და 7 ქულის სხვაობით – 74:67 სძლიეს.

ქართველი ცენტრი სათადარიგო იყო და მოედანზე 16:42 წუთით გამოჩნდა. შერმადინმა 4-დან 4 ორქულიანი და 3-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. მის ანგარიშზე საბოლოო ჯამში 9 ქულა, 1 მოხსნა და 1 პასი დაგროვდა. მალაგელებს 14 ქულით ნემანია ნედოვიჩმა ულიდერა. 11-11 ქულა ადამ ვაჩინსკიმ და რეი მაკკალუმმა მიითვალეს. 

“უნიკახამ” 7 მოგება და 7 მარცხი მოაგროვა და საპლეიოფო ზონის ზღვრულ მე-8 ადგილზე იმყოფება. 6 იანვარს მალაგელები “მონბუსს” უმასპინძლებენ.

gbf.ge

კალათბურთი, საქართველო, ლეგიონერი, დღის ფოტო

არქივის კალენდარი

2019 ოქტომბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ