ყველა სპორტული სიახლე

ჟულივეტ ტოუჯანი ბელგიის ტურნირზე, პატარებზე, კალათბურთზე

ზაზა ფაჩულიას საკალათბურთო აკადემიაში ჟულივეტ ტოუჯანი პოპულარული მწვრთნელია. კარგი მოთამაშე, რომელიც იყო საქართველოს ჩემპიონი და კარგი მწვრთნელი, რომელიც ბავშვებთან გამოცდილებით მიდის.

ტოუჯანი ბელგიაში, ჩვიდმეტწლამდელების დიდ საერთაშორისო ტურნირზე მთავარი მწვრთნელის ასისტენტი იყო. იქ გუნდი კარგად იწყებს და უფრო მაგრად ამთავრებს. ზაზას აკადემია ჩემპიონი გახდა. ფინალში, „ოსტენდესთან“.

საახალწლო დღესასწაულების შემდეგ ჟულივეტ ტოუჯანმა ტურნირი შეაფასა. ვუსმენთ.

ტურნირზე.

ჟულივეტ ტოუჯანი: „პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო ზაზას, რომ საახალწლოდ ასეთი სასიამოვნო საჩუქარი გაგვიკეთა. კორტრიიკის ტურნირი ჩვენი აკადემიის ყველა წევრისთვის დიდი საჩუქარი იყო. სოლიდური შემადგენლობა, ძალიან კარგი პირობები და რა თქმა უნდა, ჩემპიონობა - ყველა კმაყოფილი იყო. ყველა სიამოვნებით გაიხსენებს ამ ტურნირს.“

ჯგუფურ ეტაპზე.

ჟ.ტ: „რთულია რომელიმე კონკრეტული თამაშის გამორჩევა. ჩვენმა გუნდმა ძალიან კარგად ითამაშა ისრაელის ნაკრების წინააღმდეგ (64:47). ისრაელს ეს ტურნირი მოგებული ჰქონდა. გვქონდა შეცდომები, მაგრამ რჩება შედეგი და ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო.“

ნახევარფინალზე.

ჟ.ტ: „რთული იყო. დილით გვქონდა ერთი თამაში და დავასვენეთ ძირითადი შემადგენლობის რამდენიმე წევრი. მაინც, საკმაოდ რთული იყო. ჩვენი მოწინააღმდეგე, ბელგიური AWBB აგრესიული, მონდომებული გუნდია. ვიგებთ (70:63) და გავდივართ ფინალში.“

ბოლო თამაში.

ჟ.ტ: „არ ვიცი, შეიძლება ფინალი ბევრისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრაა. თან, თუ შენი გუნდი ამ ფინალს იგებს. შეიძლება, ასე არის. ჩვენთვის ეს იყო მოსაგები თამაში. კიდევ ერთი ბელგიური გუნდი, „ოსტენდე“ და მთელმა გუნდმა მაქსიმუმი გააკეთა. რა თქმა უნდა, იყო შეცდომები, ვინერვიულეთ, მაგრამ მოგების დიდი სურვილი გვქონდა და მოვიგეთ (93:90). კიდევ ერთხელ, ყველას ვულოცავ ამ გამარჯვებას.“

კორტრიიკის ტურნირი ზაზა ფაჩულიას აკადემიიის გამარჯვებით დასრულდა. აკადემია ამ ტურნირზე ქართული კალათბურთის სახე იყო.

კალათბურთი, საქართველო

არქივის კალენდარი

2020 ივლისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ