
მსაჯებმა ჯინობილის შემთხვევით ჩაგდებული 3-ქულიანი ვერ დაინახეს (ვიდეო)
"სან-ანტონიოს" უკანახაზელმა, მანუ ჯინობილიმ "ნეთსთან" შეხვედრაში კურიოზული 3-ქულიანი ჩააგდო.
არგენტინელი კალათბურთელი პასის გაკეთებას ცდილობდა, როდესაც შემთხვევით ბურთი კალათში მოათავსა, თუმცა მისი ზუსტი შორეული ტყორცნა მსაჯებმა და მოთმაშეებმა ვერ შეამჩნიეს.
მოგვიანებით, მსაჯებმა ჯინობილის 2-ქულიანი ჩაუთვალეს, შემდეგ კი ჩანაწერი იხილეს და "სან-ანტონიოს" ქულა დაუმატეს.