ყველა სპორტული სიახლე

შენგელიას ორმაგი დუბლი მე-100 მატჩში (ვიდეო)

თორნიკე შენგელიას “ბასკონიამ” ესპანეთის ჩემპიონატის მორიგი მატჩი მადრიდის “რეალთან” გამართა.

ეს შეხვედრა ქართველი ფორვარდისთვის ესპანურ ლიგაში მე-100 იყო. შენგელიამ შედეგიანადითამაშა და ორმაგ დუბლს უწია, თუმცა თანაგუნდელებმა მხარი ვერ აუბეს და გამარჯვება სამეფო კლუბს დარჩა – 81:68.

ბასკონიელთა ქართველი კაპიტანი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე მთლიანობაში 26:54 წუთი გაატარა. შენგელიას ანგარიშზე 15 ქულა და 10 მოხსნა დაგროვდა. თორნიკემ 10-დან 6 ორქულიანი და 5-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, 3 სამქულიანი ააცილა, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები 4-ჯერ დაირღვა.

ქართველი კალათბურთელის სარგებლიანობის კოეფიციენტი 17-ს გაუტოლდა, რაც ბასკურ კლუბში საუკეთესო შედეგი გახლდათ. სტუმართაგან 10 და მეტი ქულა ერთბაშად ხუთმა კალათბურთელმა ჩააგდო, საუკეთესო კი სლოვენიელი ლუკა დონჩიჩი იყო – 12 ქულა, 4 მოხსნა, 7 პასი.

“ბასკონიას” 8 მოგების წილ 6 მარცხი აქვს და ესპანეთის ჩემპიონატში V-VII ადგილებს იყოფს. შემდეგ ტურში, 7 იანვარს, ბასკონიელები “ვალენსიას” უმასპინძლებენ. 

gbf.ge

კალათბურთი, საქართველო, ლეგიონერი, დღის ვიდეო

არქივის კალენდარი

2020 ივლისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ