ყველა სპორტული სიახლე

ბითაძის ორმაგი დუბლი და MVP-ის ტიტული ლიუბლიანაში (ვიდეო)

საქართველოს ეროვნული ნაკრები ყველაზე ახალგაზრდა წევრმა, 18 წლის გოგა ბითაძემ “მეგა ბიმაქსს” ადრიატიკის ლიგაზე “ოლიმპია” დაამარცხებინა. სერბულმა გუნდმა ქართველი ცენტრის ორმაგი დუბლის წყალობით სლოვენიის მრავალგზის ჩემპიონი სტუმრად, ლიუბლიანაში დაამარცხა – 76:69.

შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ ქართველი ახალგაზრდა დასახელდა, რომელმაც 23:18 წუთში 12 ქულა, 10 მოხსნა და 2 დაფარება მიითვალა. ბითაძემ 5-დან 3 ორქულიანი და 8-დან 6 საჯარიმო ჩააგდო. გოგა მოედანზე იყო მატჩის გადამწყვეტ წუთებში, როცა “მეგა ბიმაქსმა” 6-ქულიანი ჩამორჩენა 4 წუთში 7-ქულიან ლიდერობად აქცია. ქართველმა ლეგიონერმა აღნიშნულ ეპიზოდში არაერთი მნიშვნელოვანი ბურთი ჩააგდო და აცილებულები მოხსნა, რითაც სერბულ კლუბს გამარჯვებაში დაეხმარა. 

“მეგა ბიმაქსში” 19 ქულით ბომბარდირი გახდა და პლუს 7 პასიც მიითვალა ნიკოლა რებიჩმა, რომელმაც ქართველი თანაგუნდელის მსგავსად მარგი ქმედების კოეფიციენტი 25-ამდე გაზარდა, თუმცა შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ გოგა ბითაძე დასახელდა, რასაც პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, თუმცა ახალგაზრდა ქართველისთვის საკმაოდ სამოტივაციო მომენტია.

“მეგა ბიმაქსს” 5 მოგება და 10 მარცხი დაუგროვდა და 12-გუნდიან ადრიატიკის ლიგაში მე-9 ადგილზე იმყოფება. შემდეგ მატჩს ბითაძის გუნდი 13 იანვარს, შინ მონტენეგროულ “ბუდუჩნოსტთან” ჩაატარებს.

gbf.ge

კალათბურთი, საქართველო, ლეგიონერი

არქივის კალენდარი

2018 იანვარი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ