ყველა სპორტული სიახლე

ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეა საოლიმპიადოდ მოილაპარაკებენ

ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლება მზად არის პიონჩანგის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში თავისი ქვეყნის სპორტსმენთა მონაწილეობასთან დაკავშირებით სამხრეთ კორეელებთან მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს. 

ორ ქვეყანას შორის შეხვედრა 9 იანვარს, დემილიტარიზებულ ზონაში მდებარე მშვიდობის სასახლეშია დაგაგმილი. მხარეებს შორის საუბრის მთავარი თემა პიონჩანგი-2018-ში ჩრდილოკორეელთა შესაძლო მონაწილეობა იქნება. ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ მიიღებს მოლაპარაკებებში მონაწილეობას. 

რეგიონში გაზრდილი დაძაბულობის გამო, ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას უმაღლეს დონეზე ოფიციალური მოლაპარაკებები 2015 წლის დეკემბრის შემდეგ არ გაუმართავთ.

ჩრდილოეთ კორეას ზამთრის XXIII თამაშების მხოლოდ ერთი ლიცენზია აქვს მოპოვებული. ფიგურულ სრიალში ქვეყნის ღირსებას რიომ ტაე-იკისა და კიმ ჯუ-სიკის წყვილი დაიცავს. ასევე შესაძლოა, რომ ეგრეთწოდებული ველური ბარათის მეშვეობით, ჩრდილოეთკორეელ სპორტსმენთა რაოდენობა გაიზარდოს.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი

სხვადასხვა, ოლიმპიური

არქივის კალენდარი

2021 მარტი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ