ყველა სპორტული სიახლე

ავსტრალიელი ჩოგბურთელი კარიერას უკაცრიელ კუნძულზე ცხოვრებაზე ცვლის

ავსტრალიელი ჩოგბურთელი ბერნარდ ტომიჩი 2018 წლის საჩოგბურთო სეზონის პირველ ნაწილს რეალითი შოუში მონაწილეობის გამო გამოტოვებს. ამის შესახებ ინფორმაციას Tennis World USA ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, მსოფლიო რეიტინგში 140-ე ადგილზე მყოფი ჩოგბურთელი რეალითი შოუში თებერვლიდან ჩაერთვება, თუმცა მისი გადაწყვეტილებით იგი წლის პირველ გრანდ სლემს, ავსტრალიის ღია ჩემპიონატს გამოტოვებს.

შოუში მონაწილეობისთვის ტომიჩი 472 ათას დოლარს მიიღებს. შოუს ფარგლებში ცნობილი ადამიანები უკაცრიელ კუნძულზე მიემგზავრებიან, სადაც მათ თავად უნდა მოიპოვონ საკვები და გადარჩენისთვის იბრძოლონ. ყოველ კვირაში თითო მონაწილე შოუს დატოვებს.

სხვადასხვა, ჩოგბურთი

არქივის კალენდარი

2019 ნოემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ