ყველა სპორტული სიახლე

კაკაბაძის საგოლე გადაცემა ესპანეთში (ვიდეო)

ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის 21-ე ტურის მატჩში ოთარ კაკაბაძის "ხიმნასტიკი" "რაიო ვალეკანოს" დაუპირისპირდა.

მატჩი სანახაობრივი და უხვგოლიანი გამოდგა, საბოლოოდ კი ქართველი მცველის გუნდმა სტუმრად ინიმალური სხვაობით 3:2 იმარჯვა. გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა საქართველოს ეროვნული ნაკრების მარჯვენა მცველმა, რომელმაც 95-ე წუთზე მარჯვენა ფლანგიდან ზუსტი გადაცემა გააკეთა, მანუ ბარეირომ კი გამარჯვების გოლი გაიტანა. კაკაბაძემ მატჩი ძირითადი სემადგენლობიდან დაიწყო და შეუცვლელად ითამაშა, მეთოთხმეტე წუთზე მან ყვითელი ბარათი დაიმსახურა, აქტივში კი საგოლე გადაცემა მიითვალა.

21-ე ტურის შემდეგ ოთარ კაკაბაძის "ხიმნასტიკი" 24 ქულით სატურნირო ცხრილში მეთექვსმეტე ადგილს იკავებს. აღსანიშნავია, რომ კაკაბაძის გუნდს ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.

ფეხბურთი, საქართველო, ლეგიონერი

არქივის კალენდარი

2021 მარტი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ