ყველა სპორტული სიახლე

შენგელიას გამარჯვება ესპანეთის მოქმედ ჩემპიონთან

თორნიკე შენგელიას “ბასკონიამ” ესპანეთის ჩემპიონატში უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა. ბასკურმა კლუბმა ქალაქ ვიტორია-გასტიესში ქვეყნის მოქმედ ჩემპიონ “ვალენსიას” უმასპინძლა, რომელიც 78:74 დაამარცხა და ამ გუნდთან ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირა.

ესპანეთის ჩემპიონატისა თუ ევროლიგის ბოლო მატჩებში გამორჩეული ქართველი ფორვარდი ამჯერად შედარებით მოკრძალებული გახლდათ, თუმცა მთავარი მიზანს, რაც გუნდის გამარჯვება იყო, შენგელიამ მიაღწია. თორნიკეს სტატისტიკური მაჩვენებლები ამ მატჩში იმდენად შთამბეჭდავი არ ყოფილა, როგორც მას სჩვევია, თუმცა შენგელიამ მატჩის ბოლოსწინა წუთზე მიჯრით 4 ქულა მიითვალა, რითაც ბასკონიელთა გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა.

ქართველი ფორვარდი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე მთლიანობაში 22:35 წუთი გაატარა. შენგელიამ 9-დან 3 ორქულიანი და 2-დან 1 სამიანი ჩააგდო, 9 ქულა დააგროვა და ამ მონაგარს 4 პასი და 1 მოხსნა მოაყოლა. თორნიკეს მარგი ქმედების კოეფიციენტმა 6 ერთეული შეადგინა. ამ მხრივ საუკეთესო ჯეისონ გრეინჯერი გახლდათ, რომელმაც 20 ქულა და 4 პასი მოაგროვა. საკმაოდ შედეგიანი იყო ფრანგი ვინსენტ პუარე, რომელმაც 12 ქულა და 10 მოხსნა მოინაგრა.

“ბასკონიამ” ამ გამარჯვებით ცხრილში საკმაო დივიდენტები მიიღო. ვიტორიულ გუნდს 9 მოგების წილ 6 მარცხი აქვს და მე-5 ადგილზეა. შემდეგი მატჩი ბასკონიელებს 14 იანვარს, ტენერიფეში, “იბეროსტართან” ელის. 

gbf.ge

კალათბურთი, საქართველო, ლეგიონერი

არქივის კალენდარი

2021 მარტი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ